Loading data...
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს

ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

„15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მოვიდა 991 651 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ს შეადგენს. კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.