Loading data...
წალენჯიხაში, მდინარე სქურში დაკარგული მამაკაცი, რომელმაც წყლიდან ქალი და ორი ბავშვი გამოიყვანა, ცოცხალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, მდინარე სქურთან სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, 44 წლამდე მამაკაცმა წყლიდან სამი ადამიანის - ქალისა და ორი ბავშვის ამოყვანა მოახერხა, რის შემდეგაც ის ძლიერმა დინება წაიღო.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მამაკაცი მდინარესთან ახლოს, ფერდობზე იპოვეს.

როგორც უწყებამ Newshub.ge-ს დაუდასტურა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.