1774100121
საზოგადოება
ტრაპიზონის მერმა, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში 19 მარტს ტრაპიზონის მუნიციპალიტეტის მერი აჰმეთ მეთინ გენჩი, შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ჰამდულლაჰ ჩუვალჯი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ერკუტ ჩელები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ეწვივნენ.
სტუმრებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ქართველ ერს სამძიმარი გამოუცხადეს.