1769618286
საზოგადოება
ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31 (ჟინვალი-ანანური) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი–ანანურის მონაკვეთზე გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა.
შემთხვევის შედეგად კი მძღოლი მსუბუქად დაშავდა.