1766481952
საზოგადოება
ტრაგედია ბოლნისში - ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში უბედური შემთხვევა მოხდა.
ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
უბედური შემთხვევა 22 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა.