1711019534
საზოგადოება
თოფურია: მადლობა საქართველოს სახელმწიფოს და იუსტიციას, რომ შევინარჩუნე საქართველოს მოქალაქეობა
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნო საქართველოს მოქალაქეობაც, - ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ განაცხადა.
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, საქართველოს სახელმწიფოს და იუსტიციის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შეუნარჩუნეს და შეუძლებელი შეძლეს.
„როცა ესპანეთის მოქალაქეობა მივიღე, ასეთი შეთანხმება არ აქვს საქართველოს სახელმწიფოს ესპანეთთან, რომ ორმაგი მოქალაქეობის ქონების უფლება გქონდეს. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფოს, იუსტიციას, რომ შეუძლებელი გახადეს შესაძლებელი და მომეცა იმის შანსი, რომ შემენარჩუნებინა ორივე ქვეყნის მოქალაქეობა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ შევინარჩუნო საქართველოს მოქალაქეობაც“, - აღნიშნა თოფურიამ.