1762262296
საზოგადოება
თინათინ რუხაძემ საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, ისაუბრეს ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.