1770557221
საზოგადოება
თინათინ რუხაძემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში თვითნასწავლი ხელოვანის გელა ლეკიშვილის გამოფენა დაათვალიერა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის გელა ლეკიშვილის გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე - სახელწოდებით „გენეზისი“ - წარმოდგენილი იყო სივრცითი ნამუშევრები და ქანდაკებები: „ოქროსფერი ელვა“, „შინაგანი ძალა“, „ბალანსი“, „თავისუფლება“, „სამოთხის ნაწილი“, „საქართველოს ისტორიის რუკა-მემატიანე“, „სიცოცხლის ხე“, „მშვიდობის ანგელოზი“ და სხვ.
ექსპოზიციის მთავარი ნამუშევარია ლითონის მავთულით შესრულებული მონუმენტური ქანდაკება „უკანასკნელი ორთაბრძოლა“.