Loading data...
თინათინ რუხაძე თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის გახსნას ღონისძიების ორგანიზატორთა მიწვევით დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF 2026) გახსნას ღონისძიების ორგანიზატორთა მიწვევით დაესწრო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო სფეროების დაკავშირება.

წელს გამოფენა აერთიანებს 35 გალერეასა და კურატორულ პლატფორმას, ხოლო დამოუკიდებელი არტისტების სექცია The Hive აერთიანებს 42 არტისტს 8 ქვეყნიდან; მათ შორის 31 ქართველი და 11 უცხოელი ხელოვანია.