Loading data...
თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრაზე ქვეყანაში კულტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა სახალხო დამცველს კულტურის სფეროს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.