1782676892
საზოგადოება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა
ძალიან ბევრმა ადამიანმა საქებარი სიტყვები გვითხრა, მათ შორის იყო საფრანგეთის კულტურის მინისტრი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს თუ წიგნის გვერდებიდან გაიცნობს, მერე ქვეყანასაც ესტუმრება.
„ნამდვილად მჯერა, რომ დიდ ქართულ მწერლობას მკითხველი არასდროს მოაკლდება“, - აღნიშნა მინისტრმა.