Loading data...
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესგანათლების სერიებს

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

23–24 სექტემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონსულტანტთან, დავით ხუციშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე - როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია?

ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება:

23 სექტემბერი - სეგმენტაცია

1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია;

2) რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია;

3) სეგმენტაციის სახეები;

4) სეგმენტაციის გამოყენების წესები;

24 სექტემბერი - ტარგეტინგი

1) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა;

2) მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება;

3) როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება;

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გაიარეთ რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა (google.com).