Loading data...
The New York Times: ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია, მისი ლიდერობა დაძაბულ და რთულ პერიოდებში ქვეყნისთვის მყარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის - ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე პატრიარქმა, ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია“. 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე წინამძღოლი ქვეყანას საბჭოთა რეპრესიებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობამდე ტრანზიციის პერიოდში გზის გაკვალვაში დაეხმარა. საეკლესიო მოღვაწეობის პარალელურად, პატრიარქი კომპოზიტორი და მხატვარი იყო.

როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის - ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მოღვაწე პატრიარქმა, ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია.

საქართველო ამაყობს იმით, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ერთ-ერთმა პირველმა აღიარა, მისი მოსახლეობა კი დღემდე ღრმად მორწმუნედ რჩება. მაშინ, როდესაც ილია II ეკლესიის წინამძღოლი გახდა, საპატრიარქო მხოლოდ რამდენიმე ათეულ მოქმედ სამრევლოსა და მცირე რაოდენობის მონასტერს აერთიანებდა. მისი ხელმძღვანელობით ეკლესია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მანვე იღვაწა ეკლესიის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ათასზე მეტი სამრევლო აქვს“, - აღნიშნულია სტატიაში.