Loading data...
თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის გზის კმ8-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის კმ8-კმ12 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მოძრაობის შეზღუდვა ამავე საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე ინტენსიური ქვის ცვენის გამო იყო დაწესებული.