1793793670
საზოგადოება
ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.