1780075601
საზოგადოება
თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ართანაში მოხდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული დაზიანებებით 30 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.