თეა წულუკიანი: რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ
„რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანს საერო ხელისუფლების ვალდებულებად მიაჩნია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს მაქსიმალური სიმშვიდე შესძინოს.
„მე საჯაროდ პირველად მეძლევა შესაძლებლობა, რომ ყველას მოგისამძიმროთ დიდი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალება და ეს უდიდესი დანაკარგი ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ რთულ ფაზაში შევდივართ, იმ გაგებით, რომ ყველა არის, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად დაძაბული იმის თაობაზე თუ რა იქნება შემდეგ. მაგრამ საერო ხელისუფლების ვალია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს შევძინოთ მაქსიმალური სიმშვიდე. თუმცა ვხედავთ და არც გვიკვირს, რომ ბინძური კამპანიის მცდელობები არის. ესეც არ არის ახალი, თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანა, რომ 42 წელია რაც მთავარი სამიზნე ვარო. მან თავად იცოდა, რომ იყო სამიზნე და არც თუ უსაფუძვლოდ. რეპუტაციაშელახული ხალხი ცდილობს გარდაცვალების შემდეგაც მიაყენოს ზიანი მის ხსოვნას და შერყვნას პროცესი, რომელიც წმინდა სინოდში უნდა გაიმართოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და დარწმუნებულია ვარ ამას ვერც მოახერხებენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.