თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით და ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გაძლიერების, ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შემდგომი თანადგომის შესაძლებლობებზე.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და ამ და სხვა საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.