„თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
„თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი დასუფთავების აქცია გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ამავე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.
წამოწყების მთავარი ამოცანა რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლება და მოქალაქეთა ჩართულობით დედაქალაქის ეკოლოგიურ გაჯანსაღებაზე ზრუნვაა.