Loading data...
თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 06:03 საათზე, თბილისთან ახლოს დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისიდან – 4კმ. ქალაქი თეთრი წყარო - აღმოსავლეთი - 12კმ. სოფელი ენაგეთი.

ბიძგების სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.