Loading data...
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებული არავინ არის.

„ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული ტექნიკა. მოქალაქეების გამოყვანა უსაფრთხოდ მოხერხდა. ამ დროისთვის შენობის დამატებით შემოწმება მიმდინარეობს. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა, თუმცა ხანძრის კერა შახტში მთელ შენობაში იყო გავრცელებული. საწყისი კერა, სავარაუდოდ ქვედა სართულებზე იყო“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.