1790005008
საზოგადოება
თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვერაზე ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ.
როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.