1744718666
საზოგადოება
თბილისში, იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, მილორავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.