Loading data...
თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

თბილისში დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა.

აღნიშნული ოჯახების განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო. საცხოვრებლით უზრუნველყოფის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება.