1751109885
საზოგადოება
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, დიდ დიღომში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია.
არსებული ცნობით, ცეცხლი ბალახს უკიდია.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.