Loading data...
თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში ხანძარი იყო.

როგორც Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათივე  ცნობით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ და ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.