თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და ის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა.
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.