თბილისის საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ჯაფარიძემ და საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის)
პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
საკრებულოს წევრებმა კიკვიძის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.
„დღეს პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ხსოვნას. ასევე, შევხვდით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და პირადად მივულოცეთ ეს მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ არ დავივიწყებთ მათ დამსახურებას და თავგანწირვას მომავალი თაობების წინაშე. ვუსურვებ ყველა ვეტერანს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა.