1758695611
საზოგადოება
თბილისის ნაძალადევის რაიონში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 19 წლის გოგო

თბილისში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში newshub.ge-ს განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდა 19 წლის გოგო, რომელიც ამჟამად, კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო, გულისხმობს.