Loading data...
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, 2 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე, სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.

ამავე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათეულობით უკანონო შემოღობვასაც.

ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა.