1775368658
საზოგადოება
თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრაობა ზონალურად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მატარებლები მოძრაობენ მს „ვარკეთილიდან“ მს „სადგურის მოედნამდე“, ხოლო მს „სადგურის მოედნიდან“ მს „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია.
„ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.