1773942188
საზოგადოება
თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით, იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.
დღეს, 19 მარტს თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც.
ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.
ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.