Loading data...
თბილისის მერია: ვაკის პარკის მედიათეკაში ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

30 მარტს, 15:00 საათზე, ვაკის პარკის მედიათეკაში თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ყველაზე აქტიური მკითხველების, საუკეთესო ბიბლიოთეკარებისა და მედიათეკარების დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

დაჯილდოებულთა სიაში წელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან -10 წლის ბავშვებიდან 80 წლის უფროსი თაობის მკითხველებამდე.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.