Loading data...
თბილისის მერია: 5 ნოემბრის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 5 ნოემბრის 00:00 საათიდან, სამი თვის განმავლობაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.