Loading data...
თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

მსახურება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო რეზიდენციიდან დღეს სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.

ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.