Loading data...
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებში არსებულ ქუჩებს: 

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, დადიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.