თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 თებერვალს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გამრეკელის, ნუცუბიძის, გელოვანის, გოგიძის, ძოწენიძის, დადიანის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, მშველიძის, უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, დავითიანის, კვაჭანტირაძის, ალუბლების, სულაქველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.