Loading data...
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 2 აგვისტოს ელექტრომომარაგება თბილისის ქუჩების ნაწილს დროებით შეეზღუდება. 

კომპანია „თელასის“ განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, მეფე მირიანის, ჭანდრის, გეხტმანის, შაქარიშვილის, მარკო პოლოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე არჩილის, ცხაკაიას, დემეტრე თავდადებულის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, საბანაკოს დასახლების, ჯავახეთის, გიორგი მელიქიშვილის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის, გვენცაძის და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.