1715274475
საზოგადოება
თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
„საქართველო ევროპის ნაწილია“, - ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.
1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირის დაფუძნებას.