თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მეოთხე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2026-ს მასპინძლობს!
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Simmit Tbilisi 2026 15–16 ივლისს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს.
ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის, SMH Global-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება.
2025 წლის გამორჩეულად წარმატებული ღონისძიების შემდეგ, რიგით მეოთხე SBC Summit Tbilisi 2026 გვპირდება ჩართულობის მინიმუმ 50%-ით მზარდ ტენდენციას, გასული წლების მსგავსად. სამიტის წარმდგენი კვლავ EGT Georgia და Amusnet იქნება.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 3000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-მდე კომპანია, საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების პროვაიდერები, პლატფორმები და საგადახდო ოპერატორები.
რიგით მეოთხე სამიტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი წელს უკვე მეორედ იქნება SBC Regulations Summit Tbilisi. სამიტი, რეგიონის მასშტაბით, Gaming რეგულაციების განხილვას დაეთმობა. ღონისძიების წარმდგენი წელსაც - მსოფლიო ბაზრის ლიდერი Flutter CEE იქნება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, სლოვენიის, საქართველოს, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთისა და სომხეთის ბაზრის რეგულატორები. მათ საშუალება მიეცემათ გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და აქტიურად განიხილონ მომავალი შესაძლებლობები.

ნიკა გიგაშვილი, SMH Global-ის თანადამფუძნებელი:
„სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი რეგულაციების საკითხი. რეგულატორების ამოცანა მოსახლეობაზე ზრუნვა და ქვეყნის განვითარებაა, რომელშიც სექტორს საკმაოდ დიდი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია. SBC Regulations Summit Tbilisi 2025-მა რეგიონს უნიკალური პლატფორმა შესთავაზა, სადაც რეგულატორებს აქვთ ინფორმაციის გაცვლისა და ერთმანეთთან დაკავშირების სივრცე. ასევე, ლიცენზირებულ ოპერატორებს ეძლევათ საშუალება ჩაერთონ აღნიშნულ დისკუსიებში, რადგან მათი სურვილი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და პროცესებში დახმარებაა. წელს სამიტი უფრო მასშტაბურად ბრუნდება და უკვე 15-ზე მეტი ქვეყნის რეგულატორებს უმასპინძლებს“.
ლაშა მაჭავარიანი, SMH Global-ის დანფუძნებელი:
„საქართველო ეტაპობრივად იმკვიდრებდა თავს, როგორც რეგიონული ცენტრი iGaming ინდუსტრიისა და სპორტული ბიზნესის მიმართულებით. SBC Summit Tbilisi 2025-ის მესამედ გამართვამ და მონაწილეთა რეკორდულმა რაოდენობამ ნათლად დაადასტურა როგორც ღონისძიებისადმი, ისე რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესის ზრდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო iGaming ინდუსტრიის ჰაბია რეგიონში. 2026 წელს სამიტი კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატითა და ახალი შესაძლებლობებით ბრუნდება.“
რასმუს სოიმარკი, SBC- ის დამფუძნებელი:
„SBC Summit Tbilisi 2026 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის iGaming და ტექნოლოგიური ინდუსტრიის საკვანძო შეხვედრის წერტილია.
2025 წლის წარმატებულმა ღონისძიებამ ნათლად აჩვენა სამიტის მზარდი მასშტაბი და გავლენა, რის საფუძველზეც 2026 წელს ველოდებით ჩართულობის მინიმუმ 50%-იან ზრდას. სამიტი თბილისში თავს მოუყრის ათასობით მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგატს, წამყვან გლობალურ კომპანიებსა და ადგილობრივი ბაზრის ლიდერებს, რაც ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას“.

საქართველო დღეს არის iGaming ინდუსტრიის ცენტრში, რეგიონალურ ჰაბი iGamig-ისა და სპორტის მიმართულებით. რიგით მესამე, SBC Summit Tbilisi 2025- ზე, დასწრების რეკორდულმა მაჩვენებლმა ნათლად აჩვენა ინტერესი, როგორც სამიტის, ასევე რეგიონის მიმართ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია და წლევანდელი სამიტი სწორედ ამ ენერგიის ამსახველი იქნება.
სამიტი ჰპირდება მაღალი დონის გამოფენებს, ღრმა დისკუსიებსა და აქტიური შეთანხმებებს iGaming ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შორის ევრაზიის მასშტაბით. სამიტი ქართულ კომპანიებს კიდევ ერთხელ აძლევს
ურთიერთობის დამყარების განუმეორებელ შესაძლებლობას სექტორის წამყვან კომპანიებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ასევე უკვე არსებული კონტაქტისა და თანამშრომლობის მეტად გაღრმავების საშუალებას, სამიტი ხელს უწყობს საქართველოში არსებულ ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.