თავდაცვის ძალებში ქვიშის რაგბის ტურნირი დასრულდა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით, ქვიშის რაგბის ტურნირი ჩატარდა.
რაგბის კლუბ „არმიას“ ორგანიზებულ შეჯიბრებაში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებითა და ვეტერანებით დაკომპლექტებული ექვსი გუნდი იღებდა.
ტურნირში გამარჯვება მესამე ქვეითმა ბრიგადამ მოიპოვა.
მეორე ადგილზე ვეტერანთა გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ქვეითი ბრიგადა მესამე ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს თასი ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა. თავდაცვის ძალებში სხვადასხვა სპორტის სახეობაში ტურნირები აქტიურად ტარდება, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.