Loading data...
„თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა“ - კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ის განცხადება

კონსერვატიული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის geo-first.com-ი განცხადებას ავრცელებს. 

როგორც geo-first.com-ის განცხადებაშია აღნიშნული, აზრის პოლიციის“, ანუ საერთაშორისოდ მოქმედი ე.წ. „ფაქტ-ჩეკერების“ სრული ისტერია მაკრონის, სტარმერისა და მერცის ვიდეოსთან დაკავშირებით, რეალურად ადასტურებს ეჭვებს, რაც აღნიშნული ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ ადამიანებს მთელ მსოფლიოში გაუჩნდათ.

„კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს ერთი ცენტრიდან დაფინანსებული და მართული ქსელი. თანამედროვე „აზრის პოლიცია“ ებრძვის ნებისმიერ ინფორმაციას თუ პოზიციას, რომელიც ლიბერალურ-გლობალისტურ დღის წესრიგს არ ემთხვევა და დეზინფორმაციად ნათლავს ყველაფერს, რაც ევრობიუროკრატიის ორმაგ სტანდარტს, კორუფციას და სხვა ტიპის დანაშაულებს ამხელს.

ინფორმაციის თავისუფლების სახელით, ავთენტური ვიდეოკადრების უაპელაციოდ დეზინფორმაციად გამოცხადება, აღნიშნული ძალების აბსოლუტურ დეგრადაციაზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი მასირებული შეტევაც კონტრპროდუქტიულია და საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს „ვარაუდებს“, რომ იმ ვაგონში ყველაფერი „წესრიგში“ არ იყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.