Loading data...
თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს ელჩმა დიკ ჩეინის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.