Loading data...
თამარ ტალიაშვილი სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი ოკლაჰომას შტატიდან სენატორ მარკვეინ მალინს შეხვდა, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდაცვისა და ინდიელთა საკითხთა კომიტეტების წევრია.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები.

აღნიშნულ კონტექსტში ელჩმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით სენატორ მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას.

ასევე, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.