1781594946
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს( გოჭები). აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.