Loading data...
სულხან თამაზაშვილმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2025“ დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება. მასში ტურიზმის სფეროს 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.