1767777229
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი სოფელ გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქობულეთში, სოფელ გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საშობაო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობს.
საზეიმო წირვის დაწყებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს მეუფე დიმიტრის შეხვდა. შეხვედრისას სულხან თამაზაშვილმა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ასევე, მეუფეს და სამღვდელოებას ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.
საშობაო ლიტურგიას აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.