Loading data...
სტუ-ს ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე - ჩვენ რეფორმის მხარდამჭერები ვართ, ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა, ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარვმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდ პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს

„პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა, ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარვმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდი პატრიოტიზმზე და მის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურული განვითარების, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ქვაკუთხედი.

„ეს სტუდენტებსაც და აქედან გამომდინარე, ქვეყანას მოუტანს ძლიერ ხვალინდელ დღეს, ამიტომ ჩვენ მხარდამჭერები ვართ რეფორმის პირობებში. თუნდაც ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდა და ჩვენი მოისმინა და ერთობლივად წარვმართეთ რეფორმის განვითარების გზა, ეს მის ძალიან დიდი პატრიოტიზმზე და მის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.