Loading data...
Starring Georgia-ს მენეჯერი: Starring Georgia ფაქტობრივად გასცდა ერთი რეგიონის ჩარჩოს და გავიდა გლობალურ საერთაშორისო სცენაზე

Starring Georgia-ს მენეჯერი ციცი იაშვილი საერთაშორისო ბიზნეს მედიის მიერ Starring Georgia-ს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. 

„ეს [სტატია] არის ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის პოტენციალის აღიარება როგორც საერთაშორისო კულტურული ჰაბის. Starring Georgia ფაქტობრივად გასცდა ერთი რეგიონის ჩარჩოს და გავიდა გლობალურ საერთაშორისო სცენაზე. ეს არ არის მხოლოდ არტისტის ჩამოყვანა და მხოლოდ ერთი კომპანიის ნაშრომი. ეს არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და დაპოზიციონირება როგორც ერთის მხრივ როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის, მეორე მხრივ როგორც თანამედროვე გასართობი ინდუსტრიის რუკაზე ერთ-ერთი მოკაშკაშე ახალი ქვეყანა“, - აღნიშნა იაშვილმა.