Loading data...
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, საველე-პრაქტიკული სწავლება - „ხანძარსა და რადიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირება“ - ჩატარდა

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინიციატივით, საველე-პრაქტიკული სწავლება - „ხანძარსა და რადიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირება“ - ჩატარდა.

სიმულაციური სწავლება მიზნად ისახავდა შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციისა და სწრაფი რეაგირების უნარებისა გაძლიერებას. სავარჯიშოების ფარგლებში, იმიტირებული იყო ისეთი სიტუაციები, რომლებიც რეალურ გარემოში შეიძლება წარმოიშვას ხანძრისა და რადიოლოგიური რისკების ერთდროული განვითარებისას.

საველე-პრაქტიკულ სავარჯიშოებში სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები. მონაწილეებმა დემონსტრირება მოახდინეს ყველა აუცილებელი მოქმედების, რომლებიც დაკავშირებულია ინციდენტის ლიკვიდაციის, მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სწავლების შედეგები გაანალიზდება და გამოყენებული იქნება სამოქმედო გეგმების, პროცედურებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდგომი სრულყოფისთვის.

პრაქტიკული სავარჯიშოები ხელს უწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებას, მზადყოფნისა და ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების უნარების გაუმჯობესებას, რასაც გადამწყვეტი როლი აქვს საგანგებო სიტუაციებისას ეფექტიან მართვაში.

მუხათგვერდში საველე-პრაქტიკულ სავარჯიშოებს ესწრებოდნენ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.